logo_geo
eng_logo
თბილისის პარლამენტის შენობის წინ დადგმული კარვები აიღეს
- +

31 დეკემბერი. 2019. 02:24

 

 

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია მორეცხეს.

 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია მივიდნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.

 

პარლამენტის წინ კარვები მას შემდეგ გაშალეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

 

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner