logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: მერაბ მამარდაშვილს აქვს ერთი ანალოგია - ქართული სუფრა არის ევქარისტია,ზიარება...
- +

31 დეკემბერი. 2019. 11:49

„მერაბ მამარდაშვილს აქვს ერთი ანალოგია - ქართული სუფრა არის ევქარისტია, ზიარება, მაშინ მამარდაშვილსაც დავეტაკოთ და ვთქვათ, რომ ერეტიკოსი იყო“, - ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი იმ ოპონენტებს პასუხობს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ქართული სუფრისა და ღვინის შესახებ მოსაზრებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

 

როგორც ზაზა შათირიშვილმა „POSTV“-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა, ის ვისაც არ უყვარს ეს ყველაფერი, გასაგებია ნერვიულობს.  მისივე თქმით, 20-25 წელია, ქართულ სუფრასთან დაკავშირებით სხვადასხვა მხრიდან დარტყმა მიმდინარეობს.

 

„იქ სადაც არის პური და ღვინო, პურ-მარილი, პირდაპირ სეკულარიზებული,  გახალხურებული ეკლესიაა. ყველა სიტყვა იყო არქეტიკული და ის, ვისაც არ უყვარს ეს ყველაფერი, გასაგებია ნერვიულობს. სუფრა და სასმელი ყოველთვის დაკავშირებულია სამოთხესთან. შენ თუ ამას უპირისპირდები, საბოლოო ჯამში აუცილებლად დამარცხდები. აქ არჩევნებზე ან ხმების მოპოვებაზე არ არის საუბარი. მათ სულ სხვა რაღაცის იმედი ჰქონდათ, ალბათ ქაოსის. როგორც ფროიდი ამბობდა, ადამიანში სამწუხაროდ ჩადებულია თვითგანადგურების მექანიზმი და როდესაც ის ფუნდამენტურ რაღაცეებზე ამბობს უარს, ირთვება თვითგანადგურების მექანიზმი“, - ამბობს ზაზა შათირიშვილი.

 

ფილოსოფოსის აზრით, საზოგადოების ის ნაწილი არა მთლიანად საზოგადოებას, კულტურულ კოდს უპირისპირდება და ეს არის თვითგანადგურების მექანიზმი.

 

„ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა - უტყდებათ, რომ ქართველები არიან და უნდათ იყვნენ მესამეხარისხოვანი ამერიკელები. ეს არის უბედურება. საკუთარ კულტურულ კოდს ებრძვიან“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner