logo_geo
eng_logo
„გთხოვთ, ილოცეთ, რომ დამიბრუნდეს“ – ანი ღონღაძის ფეხბურთელი მეუღლე კომაშია
- +

11 ივნისი. 2016. 02:37



ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლე, გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოჰყვა. თექთურმანიძე გორის „დილას" ნახევარმცველია, მისი გუნდელი, ნიკა ბაიდაური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:


მეგობრებო, ყველას, ვისაც თუნდაც არ გიყვართ ფეხბურთი, გთხოვთ, არ გაატაროთ ეს ფოტო და წაიკითხეთ: ეს ადამიანი არის ჩემი გუნდის, გორის „დილას" წევრი, გიორგი თექთურმანიძე. ის ახლა კომატოზურ მდგომარეობაშია ავარიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ილოცოთ მისი გადარჩენისთვის და ასევე მოიხსენიოთ დილა-საღამოს ლოცვებში. დიდი მადლობა ყველას".

 

თავად ანი ღონღაძეს კომენტარი არ გაუკეთებია, მან ფეისბუქის გვერდზე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: გთხოვთ, ილოცეთ, რომ დამიბრუნდეს".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner