10 საინტერესო ფაქტი შობა-ახალი წლის შესახებ
-
+
1 იანვარი. 2020. 10:17
- აშშ-ში მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ სანტა კლაუსი წამში 822 სახლს უნდა ესტუმროს, რათა მსოფლიოში ყველა ოჯახი დაასაჩუქროს.
- ნაძვის ხის სათამაშოებით გაფორმების ტრადიცია სავარაუდოდ დრუიდებისგან მოდის. მათ სჯეროდათ, რომ ხე იყო ცხოვრებაში ყველაფერი დადებითისა და კარგის მომცემი.
- ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 60 მილიონი ნაძვის ხე იზრდება სპეციალურად ახალი წლისთვის.
- მსოფლიოში ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე 1950 წელს ვაშინგტონის სავაჭრო ცენტრში იდგა (სიმაღლე - 67 მეტრი)
- ცნობილი სიმღერა „Jingle Bells“-ის თავდაპირველი სახელწოდება „One Horse Open Sleigh“ და ეძღვნებოდა არა შობა-ახალ წელს, არამედ მადლიერების დღესასწაულს.
- 1999 წელს მენის (ამერიკის შეერთებული შტატების შტატი) მცხოვრებლებმა გააკეთეს მსოფლიოში ყველაზე დიდი თოვლის ბაბუა, რომლის სიმაღლეც 35 მეტრს აღწევდა.
- სანტა კლაუსს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ - Kriss Kringle (გერმანია), Le Befana (იტალია), Pere Noel (საფრანგეთი)
- ელექტრონული ნათურები, რომელითაც ნაძვის ხეს ვამშვენებთ, ამერიკელმა ედუარდ ჯონსონმა გამოიგონა 1882 წელს.
- ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საახალწლო ფილმი გახლავთ „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“.
- ჩეხეთში უცნაური საშობაო ტრადიცია აქვთ: ვახშმად მიირთმევენ თევზის სუპს, კვერცხსა და კობრს, ხოლო სუფრასთან ადამიანების რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს ლუწი. ადამიანი, რომელსაც პარტნიორი არ ეყოლება, მომავალ წელს მოკვდება.
წყარო: agora.ge