-
+
1 იანვარი. 2020. 12:55
- მეტად გამოავლინეთ ქარიზმა, ტალანტი, მშვიდობიანად და დიპლომატიურად გადალახეთ გზაზე წარმოქმნილი ყველა ბარიერი.
- იყავით მოთმინებით აღჭურვილი. ხშირად გმართებთ სიტუაციის, მოვლენების გააზრება.
- ერთდროულად ყველა საქმეს ნუ შეეჭიდებით.
- მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური და საქმიანი საკითხებისადმი.
- თეთრი ვირთხა პატივმოყვარე და ანგარიშიანი ცხოველია. მოერიდეთ გაუთვალისწინებელ რისკსა და ავანტიურას. საკუთარი მიზნებისთვის სხვა ადამიანების რესურსს ბოროტად ნუ გამოიყენებთ.
- მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადში მრავალი საიდუმლო გამომჟღავნდება. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ სიტუაციების ჩახლართვას.
- ექსტრემალურ სიტუაციებში ნუ დაკარგავთ ოპტიმიზმს. ცხოვრებისეული გამოწვევები ამაყად თავაწეულმა უნდა მიიღოთ.
- 2020 წელს მეტად მომთხოვნი უნდა იყოთ არა გარშემო მყოფების, არამედ საკუთარი თავის მიმართ.
- კოლეგებს პატივი ეცით, დირექტორთან ნაკლები იკამათეთ. მოსალოდნელია სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება, კონტაქტები.
- მეტად გამოავლინეთ ცოდნა.
- ნუ დააყოვნებთ გადაწყვეტილებების მიღებას.
- ყველა ეჭვი და თავის მოტყუება კრახისკენ წაგიყვანთ. უმჯობესია, ყველაფერი დაგეგმოთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ, შეაფასოთ სიტუაცია, თქვენი შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, საფუძვლიანად დაისვენოთ.
2020 წლის საუკეთესო თვეებია: თებერვალი, აპრილი, აგვისტო.
სიფრთხილე მოგეთხოვებათ: იანვარში, ივნისში, ივლისსა და დეკემბერში.