logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებით...
- +

11 ივნისი. 2016. 02:39



ერთ დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებით. ალბათ შეიძლება ვიღაცას ლეგენდა ეგონოს, მაგრამ ასე იყო...", - ამის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდია წერს.


ციხეში რომ ვიყავი, იქ ერთი კონტროლიორი მუშაობდა. არ ვიტყვი ახლა სახელს. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, იქ საშუალო სტატისტიკური ადამიანები მუშაობდენ მეთქი ძირითადად. და არ არსებობდა რაიმე, რასაც ისინი ხელფასის გულისთვის არ იკადრებდენ. სადღაც - 400-500 ლარზეა ლაპარაკი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შოკი... აბა, საკადრო, სპეცსკოლადამთავრებული ტიპებისაგან არაფერი გამიკვირდებოდა...

 

ის სულ არ ჰგავდა დანარჩენებს. არა, ზოგი თამაშობდა, ხან მოვტყუებულვარ კიდეც მძიმე მდგომარეობაში მყოფი... მაგრამ იყო ადამიანი,რომელსაც იქ არავისთვის გაუკეთებია ცუდი. ხშირად გაიგებდით ქართულ მოარულ "სიბრძნეს", ყველა ბოზისა და ჩათლახის კრედოს - "რა ვქნათ, ცუდი დრო მოვიდა, ძმააო"... თუმც ამ ბიჭისთვის ეს დრო არ დამდგარა. არაერთხელ მომაწოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მეუბნებოდა ჯალათების გეგმებზე, ნაწამებთა სახელებს და გვარებს და საერთოდ, დღეს რომ ცოცხალი ვარ, მის უბრალო, ადამიანურ მხარდაჭერასაც უნდა ვუმადლოდე... ვის ეგონა, რომ იქედან ცოცხალი გამოვიდოდი, არავითარი პერსპექტივა ან იმედი არ იყო... თუმც ამას ადამიანური ვალის მოხდაში მისთვის ხელი არ შეუშლია...

 

მერე წამიყვანეს, წამომიყვანეს, მისი გზებიც აირია, დავკარგეთ ერთმანეთი. უკვე ჩემი გათავისუფლების შემდეგ ბიჭი შეეძინა თურმე და "ცოტნე" დაარქვა - მისი ყოფილი პატიმრის სახელი.

 

საინტერესო იყო ისიც, რომ პატარაც, ჩემსავით, 5 აგვისტოს დაიბადა :) აი, ასეთი ამბებიც ხდება რატომღაც სამყაროში.

 

პ.ს. ჰო, ჩემი დაბადების დღის თარიღი მხოლოდ რამდენიმე წლის მერე გაიგო შემთხვევით, როცა უკვე გარეთ შევხვდით ერთმანეთს", - წერს გამსახურდია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner