logo_geo
eng_logo
10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც საახალწლოდ რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით
- +

1 იანვარი. 2020. 17:11

 

ვნახოთ 10 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც ახალი წლის დღეებში უნდა უყუროთ, თუ გსურთ, რომ რომანტიკული განწყობა შეიქმნათ.

 

  1. შვებულება“/ The Holiday – ფილმში ორი გულგატეხილი ქალის საინტერესო თავგადასავალს ნახავთ. ეს იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნახვაც მაყურებელს არასოდეს ბეზრდება. გარდა საინტერესო ისტორიისა, ფილმში ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ნახავთ.

 

 

  1. რეალური სიყვარული“/Love Actually – კლასიკური სადღესასწაულო ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია.

 

 

  1. ინტუიცია“/Serendipity – რომანტიკული ფილმი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.

 

 

 

  1. სტოუნების ოჯახი“/The Family Stone – ამ ფილმში ყველაფერია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

 

 

  1. მეოჯახე“/The Family Man – ფილმი დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

 

  1. ოთხი შობა“/Four Christmase – ეს არის რომანტიკული კომედია, რომელზეც ბევრს იცინებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

 

 

 

  1. ეს მშვენიერი ცხოვრება“/It’s a wonderful life – კლასიკად აღიარებული ფილმი შთამბეჭდავი სასიყვარულო ამბით.

 

 

  1. ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“/Bridget Jones Diary – ამ ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში ნახავთ სასიყვარულო სამკუთხედს და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალს.

 

 

  1. თეთრი შობა“/White Christmas – მხიარული სადღესასწაულო ფილმი არაჩვეულებრივი საუნდტრეკებით.

 

 

 

  1. უბრალოდ მეგობრები“/Just Friends – მამაკაცი, რომელიც სკოლაში ვერავის ხიბლავდა, გადაწყვეტს, რომ იმ გოგონას გული მოიგოს, რომელიც ყოველთვის უარყოფდა და დასცინოდა. ფილმზე ბევრს იხალისებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner