10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც საახალწლოდ რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით
-
+
1 იანვარი. 2020. 17:11
ვნახოთ 10 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც ახალი წლის დღეებში უნდა უყუროთ, თუ გსურთ, რომ რომანტიკული განწყობა შეიქმნათ.
- „შვებულება“/ „The Holiday“ – ფილმში ორი გულგატეხილი ქალის საინტერესო თავგადასავალს ნახავთ. ეს იმ ფილმების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ნახვაც მაყურებელს არასოდეს ბეზრდება. გარდა საინტერესო ისტორიისა, ფილმში ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ნახავთ.
- „რეალური სიყვარული“/Love Actually – კლასიკური სადღესასწაულო ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია.
- „ინტუიცია“/„Serendipity“ – რომანტიკული ფილმი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.
- „სტოუნების ოჯახი“/The Family Stone – ამ ფილმში ყველაფერია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
- „მეოჯახე“/The Family Man – ფილმი დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
- „ოთხი შობა“/Four Christmase – ეს არის რომანტიკული კომედია, რომელზეც ბევრს იცინებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.
- „ეს მშვენიერი ცხოვრება“/It’s a wonderful life – კლასიკად აღიარებული ფილმი შთამბეჭდავი სასიყვარულო ამბით.
- „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“/Bridget Jones Diary – ამ ბრიტანულ რომანტიკულ კომედიაში ნახავთ სასიყვარულო სამკუთხედს და საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალს.
- „თეთრი შობა“/White Christmas – მხიარული სადღესასწაულო ფილმი არაჩვეულებრივი საუნდტრეკებით.
- „უბრალოდ მეგობრები“/Just Friends – მამაკაცი, რომელიც სკოლაში ვერავის ხიბლავდა, გადაწყვეტს, რომ იმ გოგონას გული მოიგოს, რომელიც ყოველთვის უარყოფდა და დასცინოდა. ფილმზე ბევრს იხალისებთ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნით.