logo_geo
eng_logo
„ბრაუნის“ ნაძვის ხეები - მარტივი საახალწლო რეცეპტი
- +

1 იანვარი. 2020. 17:50

 

საახალწლო სუფრა ჩვენთვის საცივსა და გოზინაყს უკავშირდება, მაგრამ თუ გინდათ რამე განსხვავებული სცადოთ, სწორ ადგილას მოხვდით. საახალწლოდ „ბრაუნის“ ნაძვის ხეები დიდებსა და პატარებს ერთნაირად გაახარებს. თუ ოჯახის წევრებს მომზადების პროცესშიც ჩართავთ, კიდევ უფრო გემრიელ შედეგს მიიღებთ.

 

ყველაფერი „ბრაუნის“ გამოცხობიდან იწყება. დაგჭირდებათ კვადრატული საცხობი ფორმა, რომელსაც წინასწარ წაუსვამთ ცხიმს.

 

2 ფილა შავი შოკოლადი

4 ცალი კვერცხი

125 გრ კარაქი

4 სუფრის კოვზი შაქარი

4 სუფრის კოვზი ფქვილი

 

მომზადების წესი:

 

შოკოლადი კუბებად დატეხეთ და ჯამში ჩაყარეთ; დაამატეთ კარაქი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში ან დაადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე; სანამ შოკოლადი და კარაქი გადნება, ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ 2 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის გული; თქვეფის პარალელურად ჯამში ჩაამატეთ ჯერ შაქარი და შემდეგ ფქვილი. ამის შემდეგ დაამატოთ გამდნარი შოკოლადისა და კარაქის ნაზავი და კიდევ ათქვიფეთ. მზა მასა ჩაასხით ფორმებში და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში 10 წუთით.

 

 

„ბრაუნი“ გაცივდა და ჯერჯერობით არ შემოგეჭამათ. ეს უკვე წარმატებაა. ახლა სამკუთხედებად უნდა დაჭრათ მთელი ნამცხვარი. შეგიძლიათ ვიზუალიზაციისთვის ჩინური ან კანაპეს ჩხირებიც გამოიყენოთ.

 

 

დასაჭრელად მოზრდილი დანა დაგჭირდებათ, შეიძლება თავიდანვე იდეალური სამკუთხედები არ გამოვიდეს, მაგრამ შესწორება შეიძლება. დანარჩენი შეჭმას ექვემდებარება.

 

 

ახლა გადავიდეთ გლაზურზე, ანუ მინანქარზე, რომელიც დეკორაციისთვის უნდა გამოიყენოთ. მომზადების სტანდარტული რეცეპტი აქ შეგიძლიათ იხილოთ.

 

 

მწვანე შეფერილობის მისაცემად საჭმელი საღებავი დაგჭირდებათ, 40-50 წვეთი. იქამდე შეურიეთ, სანამ ფერით კმაყოფილი არ იქნებით.

 

 

მიღებული მასა უნდა გადაიტანოთ ცელოფანში, რომელიც მჭიდროდ იხურება და ნახევარი საათით მაცივარში მოათავსოთ.

 

 

მოაჭერით ერთი კუთხე „სათავსოს“ და გამოიყენეთ მოსართავად.

 

 

ახლა დაგჭირდებათ ტორტისა და ნამცხვრის მოსართავი პატარა შაქრის ფორმები. არ დაინანოთ, უხვად დააყარეთ. თუ ვარსკვლავის ფორმებს შეარჩევთ, კიდევ უფრო კარგი იქნება.

 

 

ეს ბოლო შტრიხი აუცილებელი არაა, მაგრამ კიდევ უფრო ალამაზებს ამ გემრიელობას. კანფეტის ჩხირები დაჭერით ნაწილებად და ნაძვის ხეს ღერო გაუკეთეთ.

 

 

სულ ესაა. გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner