logo_geo
eng_logo
დავით თაქთაქიშვილი: ვირთაგვა ძალიან საინტერესო ცხოველია და ბევრი სარგებლობა მოაქვს...
- +

1 იანვარი. 2020. 19:07

 

„ვირთაგვა ძალიან საინტერესო ცხოველია და ბევრი სარგებლობა მოაქვს...“,- ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ვირთაგვა დიდი თაგვია, თაგვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, თუმცა მისი გვარი ცალკეა გამოყოფილი. ვირთხა ამ ცხოველის ხალხური სახელია, ხოლო ვირთაგვა მეცნიერული სახელწოდებაა. საქართველოში ამ ცხოველს უფრო ხშირად ვირთხას ეძახიან. მისი დანახვა ბევრ ადამიანში იწვევს ანტიპათიას, ძალიან ბევრი მიიჩნევს მას ბოროტ და უსარგებლო ცხოველად, მაგრამ თუ ამ პატარა ნაცრისფერ არსებებს უფრო ახლოს გავეცნობით, მათზე წარმოდგენა რადიკალურად შეგვეცვლება.

 

ვირთაგვა ძალიან საინტერესო ცხოველია და ბევრი სარგებლობა მოაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მეცნიერები ლაბორატორიულ ცდებს სწორედ ამ ცხოველებზე ატარებენ. სხვათა შორის, ვირთაგვები გაცილებით ადრე გაჩნდნენ დედამიწაზე, ვიდრე ადამიანები და მათი რიცხვი, სულ ცოტა, ორჯერ აღემატება ადამიანთა რაოდენობას. ვირთაგვა ჭამს ყველაფერს, რისი ჭამაც შეიძლება და არ შეიძლება: ზოგჯერ ის ლითონისა და ბეტონის დაღრღნაზეც არ ამბობს უარს. არც სიცხის ეშინია, არც სიცივის და კარგად უძლებს ყველაზე ექსტრემალურ პირობებსაც. ვირთაგვები ბინადრობენ უკაცრიელ მინდვრებსა და დიდ მეგაპოლისებში. შესანიშნავად გრძნობენ თავს ყველგან, სადაც ადამიანი ცხოვრობს. ეს პატარა მღრღნელი ყველა კონტინენტზე ბინადრობს და გადარჩენისთვის ბრძოლის ლიდერად არის მიჩნეული.

 

ამგვარი თვისებებით არის დაჯილდოებული საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი რუხი ვირთაგვაც“,- აღნიშნავს დავით თაქთაქიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner