logo_geo
eng_logo
რა მოგეთხოვებათ კონკრეტულ წელში დაბადებულ ადამინებს 2020 წელს
- +

2 იანვარი. 2020. 19:01

 

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადი შემობრძანდება. ის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ყველა აღმოსავლური ნიშნისთვის. წელს განსაკუთრებით მოგეთხოვებათ მოთმინების გამოვლენა, ემოციების კონტროლი, სტრესთან გამკლავება და საკუთარი თავის რეალიზება.

 

ძაღლის, კურდღლის (კატის), ცხენისა და თხის წელში დაბადებულებისთვის - მეტალის თეთრი ვირთხის წელი საკმაოდ წარმატებულია. მოიწადინეთ, რომ გაუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედაპირული მის მიმართ. დროდადრო უთანხმოებები გელით და ერთმანეთის საიმედოობაზე გამოცდაც მოგინდებათ. ნუ აჰყვებით ეჭვებსა და ცდუნებებს სასიყვარულო-რომანტიკულ სფეროში. საკმაოდ კარგი წელია ოჯახური იდილიის შესაქმნელად, დასაოჯახებლად და შვილის გასაჩენად. სამსახურში ყურადღება მიაქციეთ ისეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ნუ გადააბარებთ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვას. გამოავლინეთ მეტი დიპლომატია. იყავით დაკვირვებული დეტალებისა და გარემოებების მიმართ. ნუ მოქცევით ინტრიგებისა და ჭორების გავლენის ქვეშ. ყოველთვის გქონდეთ დეტალურად შედგენილი გეგმა და ეცადეთ, მის მიხედვით იმოქმედოთ. ნუ აჰყვებით ილუზიებს, რათა ოცნებებმა არ გაგიტაცოთ და ამასობაში, შემოსავლების ზრდის შანსი და წარმატება არ გაუშვათ ხელიდან. 2020 წელოს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზულ გართულებას არ უნდა ელოდოთ. ოღონდ, გაითვალისწინეთ- არ გადაიღალოთ სამსახურში და ნუ გადაჰყვებით ფული გამომუშავებას. დასვენება და ძალების აღდგენა აუცილებლად გჭირდებათ. არ გაასესხოთ ფული. ნუ ჩაიციკლებით მატერიალურზე, გამოყავით დრო თქვენი სულიერი სიმშვიდისა და განვითარებისთვისაც.

 

გველის, ღორის, მამლისა და ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანებისთვის 2020 წელს ჰარმონია დაისადგურებს. წინ უამრავი პოზიტიური მომენტი გელით. არჩევნის წინაშე დადგებით - ან სასიყვარულო  თავგადასავლები, ან მშვიდი სტაბილური ურთიერთობები. საქმეების მიუხედავად, მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. მოარიდეთ თქვენი სასიყვარულო კავშირი უცხო თვალს, რადგან, დიდი ალბათობით, მესამე პირების ჩარევამ შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს თქვენს არჩევანზე. ეცადეთ, დროდადრო იმოგზაუროთ და დასვენების დღეები სასიამოვნოდ გაატაროთ.

 

ნუ გარისკავთ ფინანსებში. ვალი არც აიღოთ და არც გასცეთ. ვირთხის წელიწადში წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მაქსიმალური მოთმინება გამოავლინეთ, არ დანებდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და მოაწყვეთ პიკნიკები ბუნებაში, სასიამოვნო ადამიანებთან ერთად.

 

დრაკონის, ხარის, ვირთხისა და მაიმუნის წელში დაბადებულს 2020 წელს სიფრთხილე გმართებთ მეგობრულ ურთიერთობებში. ეცადეთ, არ დაკარგოთ ის ადამიანები, ვინც გვერდით გიდგათ და ერთგულებას გიმტკიცებენ. იყავით ფრთხილად, რათა არ გახდეს თაღლითების, უბედური შემთხვევების მსხვერპლი. პირად ურთიერთობაში აკონტროლეთ ემოციები. ნუ აჰყვებით ეჭვიანობას. დაუშვებელია კონფლიქტები საყვარელ ადამიანთან, ხშირად წადით კომპრომისზე და გამოავლინეთ მოთმინება.

 

მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. იმოქმედეთ ფრთხილად და გააზრებულად. დააკვირდით კონკურენტებს და იმ მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო განვითარდება. უმიზნოდ არ ფლანგოთ დანაზოგი. წელს ნანატრი შეხვედრა გელით საინტერესო ადამიანებთან. შეიძლება ,ის თქვენი მფარველი აღმოჩნდეს და ცხოვრება ძირფესვიანად შეგიცვალოთ, დაგანახვოთ წარმატების გზები, თქვენი ის ნაკლი წარმოაჩინოს, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. მისი დახმარების წყალობით ადვილად გადალახავთ სირთულეებს და წარმატებასაც მოიპოვებთ. მიაქციეთ ყურადღება მთვარის ფაზებს. ახალმთვარეობასა და სავსე მთვარეზე ერიდეთ მკვეთრ ცვლილებებსა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების  მიღებას. ნუ მოცდებით წვრილმანებზე, დაისახეთ გლობალური მიზნები.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner