logo_geo
eng_logo
31 დეკემბერი იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა
- +

31 დეკემბერი. 2019. 13:59

 

31 დეკემბერი იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა.

 

ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს, ხონის რაიონის სოფელ კონტუათში დაიბადა.

 

1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932–1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, „სასტუმროს დიასახლისი“), ნაცარქექია (გიორგი ნახუცრიშვილისა და ბორის გამრეკელის „ნაცარქექია“), კოხტაია (ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ!“) და სხვა.

 

1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია. 1961–1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ოთარ მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“) და სპირიდონის (ნატალია აზიანის „უკანასკნელი მასკარადი“) როლები.

 

1956 წლიდან იღებენ კინოში. როლები: ალმასხანი („საბუდარელი ჭაბუკი“, 1957), იპოლიტე ნემსაძე („მანანა“, 1958), კუჭკუჭი („ბურთი და მოედანი“), ქორიძე („თხუნელა“, 1962), მელიტონი („თოჯინები იცინიან“, 1963), სანდრო („არ იდარდო!“), ბონდო დოლაბერიძე („ფეოლა“, 1970), იპოლიტე („მხიარული რომანი“, 1972), ვარლამი („პირველი მერცხალი“, 1975), კაჟა ბულავა („დათა თუთაშხია“) და სხვა.

 

იპოლიტე ხვიჩია გარდაიცვალა 1985 წლის 1 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner