„მოგიწოდებთ ისიამოვნოთ ახალი წლით და თუ ეს არ გსურთ, აცადეთ საზოგადოების, დიდ ნაწილს ვისაც სურს და სრული უფლება აქვს ისიამოვნოს ამ დღით“, - ამის შესახებ პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვეფხვია გულედანმა აღნიშნა.
„მიუღებელია ახალწელს პოლიტიკური აჟიოტაჟი მიუხედავად იმისა არის ესა თუ ის პროტესტი ჯანსაღი თუ არა. მიგვაჩნია რომ ასეთ დროს ოპოზიციამ მაღალი თვითშეგნება უნდა აჩვენოს და საზოგადოებას კარვების ნაცვლად მიულოცოს ახალი წელი და აცადოს ამ დღის აღნიშვნა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ დესტრუქციული ძალის კვლავ უტიფარ გამოვლინებას და ფართო საზოგადო ინტერესის უგულებელყოფას, მიუხედავად ბევრი გაჭირვებისა ეკონომიკური პრობლემებისა და ა.შ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს სრული უფლება ასეთ დღეს პოლიტიკის გარეშე შეხვდეს, სამწუხაროდ დიახ ჩვენი ოპოზიცია კვლავ აჩვენებს რომ უბრალოდ არავინ და არაფერი აინტერესებთ გარდა საკუთარი ვიწრო ინტერესებისა...
მოგიწოდებთ ისიამოვნოთ ახალი წლით და თუ ეს არ გსურთ, აცადეთ საზოგადოების, დიდ ნაწილს ვისაც სურს და სრული უფლება აქვს ისიამოვნოს ამ დღით.
ჩვენ კი გულით მოგილოცავთ მთლიან პოლიტიკურ სპექტრს და ასევე საზოგადოებას ახალ 2020 წელს გისურვებთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და ზოგად კეთილდღეობას“, - აღნიშნა გულედანმა.