logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე კონკურენციის სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
- +

31 დეკემბერი. 2019. 16:17

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ლექვინაძემ თავის პირველ მოადგილედ ლევან კალანდაძე დანიშნა.

 

კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებული იყო კონკურსი. როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, პრეტენდენტებს შორის ლევან კალანდაძე შეირჩა.

 

მანამდე ლევან კალანდაძე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე. მუშაობდა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე არასამთავრობო სექტორში, იყო საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

 

ლევან კალანდაძე უფლებამოსილების შესრულებას 3 იანვრიდან შეუდგება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner