logo_geo
eng_logo
ილია მეორე ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის!
- +

2 იანვარი. 2020. 00:58

 

 

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ, ტრადიციულ წინასაახალწლო მილოცვაში ერთ- ერთი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით წარმოთქვა.

 

მე მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა”, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

 

ილია მეორემ ბედნიერება უსურვა და უმცროსების მხრიდან უფროსების პატივისცემაზე გაამახვილა ყურადღება:

 

დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის”.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner