logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ვგმობთ ბაღდადში, აშშ -ს საელჩოზე შეტევას
- +

2 იანვარი. 2020. 22:29


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ერაყში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა გარანტირებული უნდა იყოს ვენის კონვენციის შესაბამისად.

 

"შეშფოთებულები ვართ ესკალაციისა და ძალადობის გამო ერაყში. ვგმობთ ახლახანს მომხდარ შეტევას ბაღდადში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე. დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა გარანტირებული უნდა იყოს ვენის კონვენციის შესაბამისად",-წერს დავით ზალკალიანი "ტვიტერზე".

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner