logo_geo
eng_logo
16 მოკლული ახალი წლის წინა დღეს: საბედისწერო ამხანაგური მატჩი ფეხბურთში
- +

2 იანვარი. 2020. 23:01


ახალი წლის წინა დღეს, მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკატეკასის შტატის პატარა ქალაქ სიენეგილიასის ვარონილის სატუსაღოში, ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა.

კონკურენტი ნარკოკარტელების პატიმრობაში მყოფი წევრებისგან შემდგარი გუნდების შეხვედრა დღის ოთხ საათზე დაიწყო და მას პატიმრები და პატიმართა ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვებიც, ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის მსვლელობის დროს ატეხილი ჩხუბის დროს იარაღი, მათ შორის ცეცხსასროლი, გამოიყენეს და შედეგად 15 პატიმარი ადგილზე იქნა მოკლული, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაჭრილია 20 კაცი. ადგილობრივი პრესის ცნობით დაჭრილთა შორის ბავშვებიც არიან.

 

საბრძოლო აღჭურვილობით შეიარაღებულ უსაფრთხოების თანამშრომლებს ორ საათზე მეტი დასჭირდათ ციხეში წესრიგის დასამყარებლად.

 

აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრების ნება პატიმართა ოჯახის წევრებს მას შემდეგ დართეს, რაც წინა დღეს საკნებში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკები, ალკოჰოლიანი სასმელები, მობილური ტელეფონები, 9 მმ-იანი ვაზნები, 17 დანა, 3 მაკრატელი, 2 ჩაქუჩი, ხერხი, რომელსაც ძვლების გადასახერხად გამოიყენებენ და სხვა აკრძალული ნივთები ამოიღეს

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner