დედოფლისწყაროში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ნაძვის ხე ქალაქის ცენტრში იყო განთავსებული და ის რამდენიმე დღის წინ, საზეიმოდ აანთეს.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი ვერ აკონკრეტებს, რა შეიძლება გამხდარიყო ნაძვის ხის დაწვის მიზეზი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო გამოძახებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ნაძვის ხე, რომელიც წუხელ დაიწვა მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეიძინა.