logo_geo
eng_logo
რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

3 იანვარი. 2020. 01:27

 

რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ივანე (ვანო) გოგიტიძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

როგორც რუსთაველის თეატრში აცხადებენ, ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის ტრიუმფის უშუალო მონაწილეა.


„რუსთაველის თეატრის დასი დიდი გულისტკივილით ეთხოვება ვანო გოგიტიძეს, მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში“, - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თითქმის ორმოცდაათი წელია ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ სცენაზე ითამაშა: კოტე ("ხანუმა“), ტატიშჩევი ( "ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი ("რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი ( "ას ერგასის დღე“), რაშიდა ("მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები ("კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა ("თავისუფალი თემა“), კორნუოლი ( "მეფე ლირი“), დევინსონი ( "მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული ("თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner