ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გადაცემა „აქცენტების" წამყვანს ეკა კვესიტაძეს აკრიტიკებს.
„გინდა სუბიექტურობაში ჩამითვალეთ, გინდა ობიექტურობაში, მე ვერასდროს ვერ ვიქნები იმ ჟურნალისტების მიმართ სოლიდარული, ვინც მტკნარ სიცრუეზე შეთითხნილი „ფეიკით", ერთ საათიანი გადაცემა მომიძღვნა, ეკა კვესიტაძე არის მატყუარა ჟურნალისტი და მისი გადაცემა არ უნდა არსებობდეს. გამოვიდეს ვინმე და შემეწინააღმდეგოს აბა, რომელი გაბედავს დაიცვას ეს მატყუარა ქალი!", - წერს ჯღარკავა.