logo_geo
eng_logo
გერმანიის 100 ქალაქში პიროტექნიკა აკრძალეს
- +

3 იანვარი. 2020. 01:38


ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქუჩებში აფეთქებების ხმა უფრო და უფრო ხშირად ისმის. პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა აქტიურ ფაზაშია. აზერბაიჯანსა და სომხეთში ასაფეთქებლებით ვაჭრობა სრულიად აკრძალულია, ევროპაში კი მოხმარება მკაცრდება.

 

მაგალითად, გერმანიაში გარემოსა და მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციამ (DHU) 100 ქალაქი გამოარჩია, სადაც დენთიანი ასაფეთქებლების გამოყენება აიკრძალა. ისიც დადგინდა, რომ გერმანიაში ახალი წლის ღამეს ჰაერი 4 500 ტონა მავნებელი ნივთიერებით ბინძურდებოდა, ერთი წლის განმავლობაში ამ რაოდენობის მეექვსედით აბინძურებენ ქვეყანას ავტომობილები. პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ გერმანიის ქალაქებში სპეციალური ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ახალი წლის აღსანიშნავად ლაზერების, სინათლის ან სხვა მულტიმედიურ შოუს დადგამენ.

 

ბერლინში წელს ფეიერვერკებისგან თავისუფალი სამი ზონა გამოიყო: მთავარი წვეულება ბრანდენბურგის კარიბჭესთან შედგება, სადაც ფეიერვერკები აკრძალულია.

 

ხშირად ბაზრობებზე თუ ქუჩებში გვხვდება გასაყიდად გამოტანილი უხარისხო პროდუქცია, რომლებსაც კედლების სისქე დასაშვებზე ნაკლები აქვთ, ამიტომ მათი ხელში აფეთქების ალბათობა საკმაოდ მაღალია. ფალსიფიცირებულ ასაფეთქებლებს გამოყენების წესები აწერია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის გაურკვეველ ენაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ანოტაციას თითქმის არასდროს აკვირდებიან. მშობლები ასაფეთქებლებს სახლებში, ზოგჯერ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ინახავენ, რის გამოც უბედური შემთხვევები ხდება.

 

"ყოფილა შემთხვევა, როცა 3 წლის ბავშვს უფროსმა ძმამ ასაფეთქებელი მანეჟში ჩაუგდო, რის შედეგადაც ბავშვმა ხელზე დამწვრობა მიიღო. მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ სახლში თოფს შეინახავენ თუ მაშხალას, თითქმის ერთი და იგივეა", — ამბობს გუგა ქაშიბაძე, დამწვრობის ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, მაშხალებს, რომლებიც გასროლისას 150 მეტრის სიმაღლეზე ადის, ხანდახან ადამიანები ერთმანეთს უშვერენ ან შიგნით იმ მიზნით იყურებიან, რომ გადაამოწმონ - მაშხალა უკვე ცარიელია თუ კიდევ გაისვრის.

 

ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად, ასაფეთქებლებით დაშავებულების რაოდენობა იზრდება, გარდა ამისა ხმაურის გამო ცხოველები ძლიერად ისტრესებიან, რაც შეიძლება გახდეს მათი აგრესიის მიზეზიც.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner