logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
- +

31 დეკემბერი. 2019. 19:03

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამდეგი შობა-ახალი წელი სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებს გაწეული სამსახურისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მადლობას გიხდით თქვენი ყოველდღიური გმირობისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და ჩვენი ძალა.“ მინისტრმა ჯარისკაცებს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და თავდაცვის ძალებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. „შემდეგი წელი იქნება ჩვენი სამინისტროსთვის განახლების, აღმშენებლობის, მოდერნიზაციისა და გაძლიერების წელი. გვაქვს დაგეგმილი მთელი რიგი ახალი რეფორმები, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - ეს არის ჯარისკაცზე ორიენტირებული პოლიტიკა. მთელი გუნდი, თქვენთან ერთად, ყველა იმ მიზანს, რომელიც ერთობლივად დავისახეთ, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და აფრიკის კონტინენტზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ 870 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში საქართველო ორ ქვეყანაშია წარმოდგენილი - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულით და მალიში ერთი მეკავშირე ოფიცრით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner