logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გილოცავთ ახალ 2020 წელს, გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას
- +

1 იანვარი. 2020. 01:17

 

„დაე 2020 წელი უფრო მეტად წარმატებული, სიკეთით სავსე და პოზიტიური ყოფილიყოს! გადავდგათ მშვიდობიანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ვიზრუნოთ დევნილებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით! მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს; ვინც იცავდით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას; ვინც ასწავლიდით ბავშვებს; მადლობა ყველას, ვინც ქვეყანა ასახელეთ და საქართველოს სახელით გაიმარჯვეთ; მადლობა საჯარო მოხელეებს, ვინც პროფესიონალურად ემსახურეთ თანამოქალაქეებს; მეწარმეებს და ბიზნესმენებს, ვინც ქმნიდით დოვლათს; მადლობა ვინც აშენებდით; მადლობა ვინც ღირსეულად წარმოადგინეთ საქართველო ქვეყნის გარეთ;  ვინც ობიექტურად აშუქებდით მოვლენებს; მადლობა ვინც შეინახეთ და გაამდიდრეთ კულტურა, ხელოვნება და მეცნიერება; ვინც იცავდით გარემოს და დარგეთ ერთი ნერგი მაინც; მადლობა ქველმოქმედებისთვის; მადლობა ვინც რწმენითა და ლოცვით აძლიერებდით ჩვენს სამშობლოს! მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს!

 

დაე 2020 წელი უფრო მეტად წარმატებული, სიკეთით სავსე და პოზიტიური ყოფილიყოს! გადავდგათ მშვიდობიანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ვიზრუნოთ დევნილებზე. მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს და აქტიურად ვიმუშაოთ მათთან ერთად.  მივიდეთ უფრო მეტ ადამიანთან, ვინც გაჭირვებაშია და ჩვენს თანადგომას ელოდება. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. განვავითაროთ და მოვუაროთ სოფლებს. მოვემზადოთ მეტი სტუმრის მისაღებად. განვაგრძოთ მუშაობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. მოვუსმინოთ ერთმანეთს და მივაღწიოთ მეტ თანხმობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

ახალ წელს ვულოცავ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ! ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხიდებს და დავიბრუნებთ ერთმანეთს.

 

ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ 2020 წლის შემობრძანებას! ბედნიერი წელი ყოფილიყოს!“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner