logo_geo
eng_logo
გუგა ქაშიბაძე: პიროტექნიკის გამოყენებისას საჭიროა ინსტრუქციის ზუსტად შესრულება
- +

3 იანვარი. 2020. 11:49

 

 

„საახალწლო დღეებში დამწვრობის ცენტრმა 30-მდე პაციენტი მიიღო, მათ შორის უმრავლესობა ბავშვები“, - ამის შესახებ „პირველ არხს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, რთული დაზიანებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა და პაციენტებს პირველადი დახმარება გაეწიათ.

 

„ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერს, პირველ იანვარს შემოვიდა 30-მდე პაციენტი, ძირითადად, 65 პროცენტი ბავშვები იყვნენ. საბედნიეროდ, სერიოზული, რთული შემთხვევები არ გვქონია, რომ სტაციონარული მკურნალობა დასჭირვებოდეთ. მათ აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და გაეწერნენ ამბულატორიულად, თუმცა, ჩვენი სამწუხარო გამოცდილებით, ეს კიდევ არ არის პიკი და ბოლო შემთხვევები, მთელი ახალი წლის დღეების განმავლობაში, ძველით ახალ წლამდე და მერეც ველოდებით მსგავს შემთხვევებს“, - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ პეტარდა, ე.წ. მაშხალა, შუშხუნა, ეს არ არის გასართობი და სათამაშო. საჭიროა ძალიან ზუსტად ინსტრუქციის შესრულება და ეს არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისათვის. ჩვენს კლინიკაში არ დასჭირვებია, თუმცა ბავშვთა კლინიკებში იყო შემთხვევები, სამწუხაროდ, დასჭირდათ თითების ამპუტაცია. მოხდა ორი პაციენტის გადამისამართება, სადაც ბავშვთა ტრავმატოლოგიური სამსახური იყო აუცილებელი, რადგან ამ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი თითის მოტეხილობა ჰქონდა პაციენტს“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner