ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით, რომელმაც „ქართული ოცნება" ახლახანს დატოვა, მცირე კომენტარი გააკეთა.
„მეჭიაურის გამონათქვამებს, ვახერხებ და გაგებით ვეკიდები. ზოგიერთმა შეიცვალა პოზიცია, ბევრ საკითხში აღარ ეთანხმება გუნდს, ევოლუციურად ვითარდებიან და არა რევოლუციურად", - განაცხადა ივანიშვილმა.