logo_geo
eng_logo
წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა
- +

3 იანვარი. 2020. 16:16

 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი დეიდა მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ 1993 წელს დაბადებული დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დეიდასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფულის გამო მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდას თავის არეში დაზიანება მას შემდეგ მიაყენა, რაც ქალმა ფულის მიცემაზე უარი უთხრა.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner