ორბელიანის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სტუმრებს ცნობილი ქართველი მომღერლების კონცერტები, სამეწარმეო ბაზრობა და კვების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ. ღონისძიების პატარა სტუმრებს შეუძლიათ საბავშვო ზონასა და სანტას სახლს ესტუმრონ.
ღონისძიებები სამუშაო დღეებში – 14:00 – დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 12:00 – 21:00 საათამდე გრძელდება.