2020 წლის 6 იანვარს 14 საათზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, „9 აპრილის“ მემორიალთან ჩატარდება 1992 წლის 6 იანვარს, თბილისში განხორციელებული სახელმწიფო სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების, ანუ პუტჩისადმი მიძღვნილი ხანმოკლე (30წთ) აქცია. პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის ჩატარდება ბრიფინგი. გამოქვეყნდება მიმართვის ტექსტი საქართველოს მოსახლეობის, კანონიერი და ამჟამინდელი ხელისუფლებისა და მასმედიისადმი, სახელმწიფო გადატრიალების 28 წლისთავის თაობაზე. ჟურნალისტებს დაურიგდებათ პრესრელიზი.