logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებები
- +

3 იანვარი. 2020. 18:21

 

 

„ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით დაწერა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

 

მანამდე, ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა აშშ-ის დროშის სურათი გამოაქვეყნა.

 

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანელი გენერლის მკვლელობა დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.

 

გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner