logo_geo
eng_logo
უცხოელი ანალიტიკოსები 2020 წლისთვის საქართველოს მთავარ გამოწვევებს ასახელებენ
- +

3 იანვარი. 2020. 18:39

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი 2020 წლისთვის მთავარ გამოწვევად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით გაერთიანებას ასახელებს.

 

პოლ გობლმა „Imedinews“-ს განუცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დასავლეთისგანაც მეტ მხარდაჭერას იგრძნობს.

 

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის უდიდესი გამოწვევაა, მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აჩვენოს, რომ ქართველებისთვის მთავარი საფრთხეების გარშემო გაერთიანება შეუძლია. თუ დასავლეთი ასეთ ერთიანობას დაინახავს, საქართველოს უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება“, - განუცხადა „Imedinews“-ს პოლ გობლმა.

 

საქართველოს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერაზე, სამ ფაქტორს ეფუძნება - მიიჩნევს საქართველოში „NDI“-ის ყოფილი ხელმძღვანელი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი.

 

ლუის ნავაროს განცხადებით, ეს ფაქტორებია: დასავლეთის ურთიერთობა რუსეთთან; დასავლეთის ურთიერთობა რეგიონთან და დასავლეთის ხედვა საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების შესახებ.

 

 „ქართულმა ოცნებამ“ ახლა სამაგალითო არჩევნების ჩატარებით თავიდან უნდა აიცილოს მისი წინამორბედის მძიმე გაკვეთილები; გადახედოს მის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს სასამართლოს, არასამთავრობოებს, მედიას და პოლიტიკურ ოპონენტებს“, - განუცხადა ნავარომ „Imedinews“-ს.

 

2020 წელს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ერთი მხარის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ციკლიდან თავის დაღწევა იქნება -  ეს „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩევლის ლინკოლნ მიტჩელის შეფასებაა.

 

ანალიტიკოსის თქმით, ამჟამად, „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო როგორც ჩანს, მერყეობს.

 

„ასევე, საგულისხმოა ეკონომიკა, რომელიც საკმარისად სწრაფად არ იზრდება და დინამიკური, საინტერესო ლიდერებისა და იდეების სიმცირე“, - განუცხადა „Imedinews“-ს ლინკოლნ მიტჩელმა.

 

მისივე შეფასებით, რადგან 2020 საარჩევნო წელია, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ ძალებში ზედმეტად თავდაჯერებული იქნება, თუ ჩათვლის, რომ მათ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას საფრთხე დაემუქრება.

 

„თუ არჩევნები გაყალბდება, დაშინების ან სხვა გზით, „ქართული ოცნება“ თავისი წინამორბედების ბედს გაიზიარებს, როდესაც ერთ დროს მმართველმა პარტიამ ათწლეულის შემდეგ ყველაფერი დაკარგა. ამგვარად, „ქართული ოცნების“ უმთავრესი გამოწვევა ამ სცენარის თავიდან აცილებაა, ეს კი უფრო პლურალისტული, მრავალპარტიული - შესაბამისად, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული მთავრობის მიღებით მიიღწევა. ეს საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია, რაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისა და ქართველი ხალხისგან ბევრ შრომას მოითხოვს“, - განუცხადა მიტჩელმა „Imedinews“-ს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner