logo_geo
eng_logo
ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადაიდო
- +

3 იანვარი. 2020. 19:48

 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 8 იანვრამდე გადაიდო.

 

დღეს გამართულ პროცესზე ჩხარტიშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, მან მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერის სახით. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჩანაწერის წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.

 

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დღეს „შეცვალეს“ წევრებს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner