logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ყველა სამიზნე განსაზღვრულია და მზად ვარ საჭირო მოქმედებისთვის
- +

4 იანვარი. 2020. 10:20

 

 

„ამერიკელებს სადმე საფრთხე თუ დაემუქრებათ, ყველა სამიზნე განსაზღვრულია და მზად ვარ საჭირო მოქმედებისთვის“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს განსაკუთრებით ირანს ეხება.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყში მოკლულ ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანის მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უწოდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სოლეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმას ამზადებდა.

 

ირანის სულიერი ლიდერი, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner