„ამერიკელებს სადმე საფრთხე თუ დაემუქრებათ, ყველა სამიზნე განსაზღვრულია და მზად ვარ საჭირო მოქმედებისთვის“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს განსაკუთრებით ირანს ეხება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ერაყში მოკლულ ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანის მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სოლეიმანი ამერიკელ დიპლომატებზე და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმას ამზადებდა.
ირანის სულიერი ლიდერი, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრებიან.