„ჩემო ქუჩაში მორბენალო, მიზეზ-მიზეზ დოს რომ მარილი აკლია ეგეთო ოპოზიციავ დამდეგ ახალ წელს გილოცავ“, - ამ შინაარსის პოსტს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ჩემო ქუჩაში მორბენალო, „პრიჩინის“ მძებნელო, მადლის, ამაგის, სიკეთის დაუნახავო და მიზეზ-მიზეზ დოს რომ მარილი აკლია ეგეთო ოპოზიციავ!
დამდეგ ახალ წელს გილოცავ!
ეს საქართველო ჩემიცაა და შენიც. მეც მიყვარს და შენც,... ალბათ. მეც მჭირდება და შენც.... შეიძლება, სხვადასხვაგვარად, მაგრამ მაინც.
ჰო და, ერთს გისურვებ, 2020-ში გაგეგოს და გეგრძნოს, რომ ის ჩვენი სამშობლოა! დიახ, უპირველესად სამშობლო და მერე სახელმწიფო, გრანტები, თანამდებობები, კაი ცხოვრება და გულავი!
ზუსტად ვიცი, რომ ჰა-ჰა, 8-10 თვე და ყველაფერს გაიგებ, დაიჯერებ, დაწყნარდები და დაღვინდები!
ისე, დღეს 31 დეკემბერია და წაით, ახლა, სახლებში!
ახალი, 2020 წელი, მაინც მოვა!
მაინც დარეკავენ კურანტება!
მაინც ისვრიან მაშხალებს!
მაინც ვიქნებით ბედნიერები და გამარჯვებულები!
რეიზა იმწარებთ ცხოვრებას?!
დამდეგს გილოცავთ და ვულოცავ დანარჩენ მოზეიმე საქართველოს!
დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი!
2020 წელის შემობრძანებას გილოცავ ჩემო სულზე უტკბილესო, სამშობლოვ ჩემო!“, - წერს ხოფერია.