საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.
მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლისა და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია გიორგი გახარიას მილოცვაში.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდა.