logo_geo
eng_logo
ლიბიის არაღიარებულმა ლიდერმა, ხალიფა ჰაფთარმა მოსახლეობას იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა
- +

4 იანვარი. 2020. 17:06

 

ლიბიის არაღიარებულმა ლიდერმა, ხალიფა ჰაფთარმა მოსახლეობას იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა. ამბოხებული გენერლის განცხადება თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ლიბიის გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.

 

„ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაცხადებთ ჯიჰადს. ყველას მოვუწოდებთ, იარაღი აიღონ ხელში“, - განაცხადა ჰაფთარმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

 

მისი თქმით, კაცებმა და ქალებმა, ჯარისკაცებმა და სამოქალაქო პირებმა იარაღი უნდა აიღონ, რათა დაიცვან სამშობლო და ღირსება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთი ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარებას გაუწევს. 2014 წლის მოვლენების შემდეგ ლიბია ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ცნობილია, გაერო ლიბიის დროებით მთავრობას აღიარებს, ხოლო რუსეთი, ირანი და ეგვიპტე აღმოსავლეთ ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის რეჟიმს უჭერენ მხარს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner