ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს მიმართავს.
„2012 წელს ამნისტიით რომ გამოსულახარ და კაცმა არ იცის რატომ იჯექი, ბიძინა ივანიშვილს მადლობაც არ გადაუხადე ამისთვის, თამაზაშვილის გვარი 7 ბრუნვაში ატრიალე! იცით თუ არა, რომ ნამდვილად პირველი პოლიტიკური პატიმარი თამაზ თამაზაშვილი იყო, მხოლოდ იმიტომ ,,ჩაუდეს" ავტომატი გენერალ კაცს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი იყო და ირაკლი ბიძინასთვის მოეშორებინათ! მას მერე პირადად მე, ნინო ჯღარკავას რომ არ ჩამეწერა პოლიციელ გრიგოლ კვინიკაძის სკანდალური აღიარება, სადაც ყვება, როგორ იყო დავალება ზემოდან, რომ თამაზაშვილი დაეჭირათ, იმ ადამიანებსაც ვერ წაუყენებდნენ ბრალს და რაც მთავარია, თამაზ თამაზაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არც პრეტენზია ჰქონია არასდროს ამაზე, ეს შეიძლება დღემდე ბიძინა ივანიშვილმაც არ იცის!", - წერს ჯღარკავა.