logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, ორმოცდათორმეტ ირანულ სამიზნეს დავარტყამთ
- +

5 იანვარი. 2020. 10:17

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს.

 

„ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად : იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული ადგილია და ამ სამიზნეებსა და თავად ირანს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

 

მისივე თქმით, ამ 52 სამიზნისგან ზოგიერთი ძალიან მაღალი დონის და ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და ირანული კულტურისთვის.

 

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის მიერ აეროპორტზე მომხდარ საჰაერო თავდასხმისას სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირი, ქასიმ სულეიმანი დაიღუპა. ირანის უმაღლესი ხელისუფლების პირები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან.

 

გუშინ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰემზამ განაცხადა, რომ ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა.

 

„ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივია,“ - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner