logo_geo
eng_logo
შესაძლოა შეგროვებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდეს ანიტას მკურნალობისათვის
- +

5 იანვარი. 2020. 12:47

 

 

 

„დღეს შემაჯამებელი პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილება ანიტას მდგომარეობაში არ არის. თუმცა მას მერე, რაც შეტყობინებები წავიკითხე, საჭიროდ ჩავთვალე გარკვეულ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება“, - ამის შესახებ ანიტას ოჯახის მეგობარი მარიკა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს შემაჯამებელი პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, რადგან მნიშვნელოვანი ცვლილება ანიტას მდგომარეობაში არ არის. თუმცა მას მერე, რაც მესენჯერში შემოსული ძალიან ბევრი შეტყობინება წავიკითხე, საჭიროდ ჩავთვალე გარკვეულ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება!

 

სიტყვა გამიგრძელდება, ამიტომ ვაანონსებ - საუბარი იქნება:

 

▪️ანიტას მდგომარეობაზე;

▪️ფინანსურ მხარეზე;

▪️ანიტასთვის გულის დათმობაზე.

 

დავიწყებ ანიტას მდგომარეობით:

 

ჩვენ გოგოს უგრძელდება ტემპერატურა. ბევრის კითხვას გავცემ პასუხს და გეტყვით რომ ანიტას ჩაუტარდა რიგი კვლევებისა, რომელთა საფუძველზეც ინფექცია გამოირიცხა.

 

დღეს მოხსნეს ჟანგბადის აპარატი, ამ დრომდე ბავშვი სატურაციას იჭერს და დახმარების გარეშე სუნთქავს.

 

ძალიან მინდა ხაზი გავუსვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ მწვავე სათაურების თემას!

 

წინა პოსტში დავწერეთ რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ინტერესდება შეგროვებული თანხის მიზნობრიობით, ასევე დავწერეთ, რომ საკმაოდ დიდი თანხები უკვე გაიხარჯა. მიუხედავად ამისა პოსტში არ ყოფილა თანხის შეგროვებისადმი მოწოდება.

 

არ არის გამორიცხული ჩვენ მიერ შეგროვებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდეს ანიტას მკურნალობისათვის, რადგან ამ დიაგნოზის სამართავად უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე ვიმეორებ, რომ ჩვენგან თანხის შეგროვებისადმი მოწოდება არ ყოფილა!

 

აქვე მინდა აღვნიშნო დონაციის საკითხი:

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ანიტას სჭირდება გულის ტრანსპლანტაცია, ძალიან ბევრმა ადამიანმა მის მშობლებს და პირადად მე მომწერა, რომ მზად არის დაუთმოს თავის გული ანიტას.

 

ეს ფაქტი წარმოუდგენლად ემოციურია ჩემთვის, ძალიან ვაფასებ თითოეული ამ ადამიანის თავგანწირვას! ყველა ეს შემოთავაზება, თქვენს უსაზღვრო სიკეთეზე მიუთითებს.

 

მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა ყველას ვუპასუხო, განსაკუთრებით თინეიჯერებს!

 

თქვენი სიცოცხლე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ანიტასი!

 

გახსოვდეთ, რომ მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც ადამიანებს ცხოვრების მანძილზე გვხვდება, სიცოცხლე მშვენიერია!

 

გარდა ამისა, ზუსტად ამ წამს მინდა ყველა დაფიქრდეთ იმ ადამიანებზე ვისაც უყვარხართ, დედებზე, მამებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე ვისთვისაც თქვენი სიცოცხლე ისეთივე ძვირფასია როგორც ანიტას დედიკოსთვის ანიტასი!

 

სხვა ადამიანისთვის გულის დათმობა შეუძლებელია! ეს რომ შესაძლებელი იყოს, ანიტას ორი ჯანმრთელი მშობელი ჰყავს, რომელიც დაუფიქრებლად დათმობდა სიცოცხლეს მისთვის.

 

მხოლოდ ეს არის გამართლებული-როცა მშობელი თავს წირავს შვილისთვის და ესეც ჩემი სუბიექტური აზრია.

 

თქვენ კი, ჩემო საყვარელო ანიტელებო და განსაკუთრებით მოზარდებო გთხოვთ, გევედრებით და მოგიწოდებთ: გაუფრთხილდეთ თქვენს სიკეთით სავსე გულებს,“- წერს მარიკა ხუციშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner