სამების საკათედრო ტაძარში, ხვალ, 6 იანვარს საშობაო მსახურება 20:00 საათზე დაიწყება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტაძარში 23:00 საათზე მივა და საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავს.
7 იანვარს ალილოს მსვლელობა მოეწყობა. მსვლელობა 14:00 საათიდან რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაიმართება.
ალილო ჩატარდება ასევე თბილისის ყველა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მსვლელობა მოეწყობა ჯვარ-ხატებით, კმევით და ნაკურთხი წყლის სხურებით.
7 და 8 იანვარს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც 9 იანვარს 12:00 საათიდან დარიგდება ბავშვთა სახლებში, არასრულწლოვანთა კოლონიაში, მოხუცთა და უმწეოთა თავშესაფრებში.