გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ქვეითია.
ქალაქის ცენტრში, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ რამდენიმე ავტომობილს, შემდეგ კი, ნონეშვილის გამზირზე მდებარე გაზეთების ჯიხურსა და აფთიაქს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. ქვეითი, ახალგაზრდა გოგონა კი, შედარებით მძიმე მდგომარეობაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.
შსს-ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით აღიძრა.