logo_geo
eng_logo
სინოპტიკოსები 8 იანვრიდან საკურორტო ზონებში თოვლს პროგნოზირებენ
- +

5 იანვარი. 2020. 17:56

 

 

სინოპტიკოსები 8 იანვრიდან საკურორტო ზონებში თოვლს პროგნოზირებენ. მთიან რაიონებში თოვლის მაღალი საფარი იქნება. ამის შესახებ „PIA.GE“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

 

სინოპტიკოსის ინფორმაციით, 8 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, ღამის საათებში 0,-1 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ზოგან -6, -1 გრადუსი. დედაქალაქში 0.

 

მთიან რაიონებში დღის განმავლობაში 5,10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში -8,-13 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი, -10, -15 გრადუსი.

 

დღის მაქსიმალური ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 8, 1 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი, 12,14 გრადუსი სითბო.

 

8 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან, 12 იანვრის ჩათვლით საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. შესაძლოა ზოგან თოვლ-ჭყაპიც იყოს. ტემპერატურა 10, 15 გრადუსიდან 5-7 გრადუსამდე დაიკლებს. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მათ შორის მთიან რაიონებში, განსაკუთრებით საკურორტო ზონაში. მთიან რაიონებში თოვლის მაღალი საფარი იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner