დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც თბილისში გარდაიცვალა, მძიმე იყო.
„ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან კონტაქტზე და სწავლობენ ამ საკითხს. ეს გახლავთ მძიმე ბაქტერიული პნევმონია. ვირუსული კვლევები, სამწუხაროდ, არ არის ჩატარებული და ვერ დავადასტურებთ, იყო ეს გრიპი თუ არა. კლინიკურად იყო მძიმე ფილტვების ანთების მიმდინარეობა, რომელიც გართულდა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, გრიპის ვირუსის სიმპტომებით მცირეწლოვანი პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა.