ირანის ტელეკომუნიკაციების მინისტრმა დონალდ ტრამპს „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა. აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.
„როგორც ISIS, ჰიტლერი და ჩინგიზ-ყაენი! მათ ყველას ეზიზღებათ კულტურები. ტრამპი კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტია. ის სულ მალე ისწავლის გაკვეთილს, რადგან „დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის“ დამარცხება არავის შეუძლია“, - წერს ირანის ტელეკომუნიკაციების მინისტრი.