ბაკურიანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც, „pia.ge“-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო.