logo_geo
eng_logo
6 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება
- +

5 იანვარი. 2020. 18:58

 

 

6 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

 

როგორც ცნობილია, ასევე საზოგადოებას კითხვები აქვს პრეზიდენტთან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

 

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner