logo_geo
eng_logo
ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია
- +

5 იანვარი. 2020. 19:00

 

 

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობის თვალსაზრისით მზარდი ტენდენციაა“, - ამის შესახებ იაშვილის საავადმყოფოს პედიატრმა თამარ არახამიამ განაცხადა.

 

„ჩვენი კლინიკის მონაცემებით, კვირიდან კვირამდე მომართვიანობის თვალსაზრისით არის მზარდი ტენდენცია. მომართვიანობის ძირითადი მიზეზი ბოლო პერიოდში არის ვირუსული ინფექცია, არის დადასტურებული შემთხვევები ძირითადად ,,ბე” ტიპის ვირუსული ინფექციისა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომატიკა: ეს არის ჰექტიური ცხელება, ანუ მაღალი სიცხე, კატარალური მოვლენები, ანუ ნინორეა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი. აღნიშნული სიმპტომატიკით თავსდებიან ძირითადად ჩვენთან პატარები. ჩვენს კლინიკას ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის პრობლემა ჯერჯერობით არ აქვს, ადგილები, რა თქმა უნდა, გვაქვს“ ,- განაცხადა თამარ არახამიამ.

 

თამარ არახამიას თქმით, ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში ინტენსიური თერაპიის საჭიროება არ გამხდარა და პაციენტები სტაციონალურ მკურნალობას ექვემდებარებიან.

 

„გართულებას რაც შეეხება, ძირითადად არის ხოლმე პნევმონიით, ანუ ფილტვების ანთებით, თუმცა ისეთი შემთხვევები, სადაც ინტენსიური თერაპიის საჭიროება გამხდარა, ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა, რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია პაციენტები, ექვემდებარებიან სტაციონალურ მკურნალობას“ ,- აღნიშნა თამარ არახამიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner