სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემის მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
ადგილობრივების ინფორმაციით კი ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელსაც სოფელ საჯავახოში 30 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსკ-ის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.