logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგმა ერაყის საკითხთან დაკავშირებით NATO-ს საგანგებო სხდომა მოიწვია
- +

5 იანვარი. 2020. 22:31

 

NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერაყის საკითხთან დაკავშირებით NATO-ს საგანგებო სხდომა მოიწვია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა 6 იანვარს, 15:00 საათზე ჩატარდება.

 

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანელი გენერლის მკვლელობა დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.

 

გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner