logo_geo
eng_logo
საფრანგეთში დანით შეიარაღებული კაცი პოლიციელებს თავს დაესხა
- +

5 იანვარი. 2020. 23:51

 

 

საფრანგეთში ქალაქ მეცის პოლიციამ დაჭრა დანით შეიარაღებული კაცი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა. ამის შესახებ „Reuters“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კაცი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და სამართალდამცველებს დანით ემუქრებოდა. პოლიციელებმა ის თეძოში დაჭრეს.

 

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი იმ ადამიანთა სიაში შედიოდა, რომლებსაც ტერორისტებთან კავშირის გამო უთვალთვალებენ. ეჭვმიტანილის ვინაობა არ საჯაროვდება.

 

მსგავსი თავდასხმა საფრანგეთში წელს უკვე მეორედ ხდება. 3 იანვარს პარიზის გარეუბანში 22 წლის კაცი გამვლელებს დაესხა თავს. ისიც „ალაჰ აკბარ“-ს სკანდირებდა. შედეგად 1 კაცი დაიღუპა და 2 ქალი დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner